რედაქტორისგან

ეთიკურ ქცევაზე ორიენტირება-
ნიშნავს სწორი კურსით სვლას !

Groupe ADP– სთვის ეთიკა და შესაბამისობა გულისხმობს ფასეულობების და  იმ ქვეყნების კანონებისა და რეგულაციების დაცვას, სადაც ჯგუფი იმყოფება.

გარდა ამისა, Groupe ADP 2003 წელს „გლობალური შეთანხმების“ 10 პრინციპის ხელმომწერი გახდა.

პროცედურებში ცვლილებების განხორციელების მიზნით ეთიკა და შესაბამისობა პირველ რიგში გამოხატული უნდა იყოს კულტურული ხასიათის ცვლილებებით. მნიშვნელოვანია, თანამშრომლების მზაობა კარი გაუღონ კულტურულ ცვლილებებს და იხელმძღვანელონ Groupe ADP-ის ღირებულებებით   ყოველდღიურ ცხოვრებაში.

იხელმძღვანელო სწორი ეთიკის პრინციპებით ნიშნავს სწორ გზაზე დგომას!

ერთგულება:
ორმხრივი ვალდებულება

შრომითი ხელშეკრულების გაფორმება (განუსაზღვრელი/განსაზღვრული ვადით, სტაჟირების შესახებ ხელშ. და ა.შ.)   თანამშრომელს და დამსაქმებელს,  ორივეს აკისრებს ერთგულების ვალდებულებას, რაც გულისხმობს,  რომ    ორივე მხარეს მოეთხოვება  განუხრელად შეასრულოს  საკუთარი სამუშაო.

ერთგულების ვალდებულება:

  • ძალაშია დასაქმების ხელშეკრულების მთლიანი ვადის განმავლობაში, სამუშაოს შეწყვეტის, შვებულებისა და დღესასწაულების ჩათვლით;

  • ეხება  ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ ყველა მუშაკს, განურჩევლად

  • გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა პირობაა გათვალისწინებული დასაქმების ხელშეკრულებით.

მოვალეობაში განსაზღვრულია ქმედებების ფართო სპექტრი, მაგალითად ქმედებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი ზიანი და რომელსაც ახორციელებს რომელიმე მხარე- დასაქმებული  (არ მიაყენოს ზიანი ან შეურაცხყოფა მის დამქირავებებელს, მომხმარებელს, პარტნიორს, მომწოდებელს და ა.შ.)  ან   დამსაქმებელი (ანაზღაურებადი ხელფასის  გადახდა თავის დროზე), აგრეთვე თანამშრომლების უზრუნველყოფა შეთანხმებული სამუშაოთი, სათანადო რესურსების გამოყოფა , რათა თანამშრომლებმა შეძლონ   მათთვის დაკისრებული სამუშაოს შესრულება  და ა.შ. ).

თიკა და შესაბამისობა წარმოშობს ნდობას, ამიტომაც ჩვენი Group-ისთვის და მისი პარტნიორებისთვის ეს წარმატებული პერფომანსის ტოლფასია!სწორედ მისი დამსახურებაა ჩვენი არაფინანსური რეიტინგის 12-18%, რადგან ის უშუალო გავლდენას ახდენს ჩვენი ზრდა-განვითარების პოტენციალზე.

თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს ამ პროცესის აქტიური მონაწილე და შეასრულოს ჩვენი ეთიკის კულტურის ელჩის როლი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებისას.

სწორედ ამ მიზნით, Groupe ADP ახორციელებს გლობალურ პროგრამას, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ინფორმაციაზე, ინფორმირებულობაზე და ტრენინგებზე, როგორც საკვანძო საშულებებზე, რომლებიც დაგეხმარებათ დანერგოთ და გაატაროთ ეს მიდგომები თქვენს ყოველდღიურ საქმიანობებში.

Groupe ADP– სთვის ეთიკა და შესაბამისობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენი ბიზნეს საქმიანობის სავაჭრო ნიშანს უნდა წარმოადგენდეს.

ეთიკისა და შესაბამისობის წესები ჩვენი შინაგანაწესის განუყოფელი ნაწილია. ისინი ეფუძნება სამ ფუნდამენტურ პრინციპს, რითიც უნდა ვიხელმძღვანელოთ სამუშაოს შესრულებისას: პასუხისმგებლობა, პატიოსნება და პატივისცემა.

ნებისმიერი დასაქმებული და ნებისმიერი ის პირი, რომელიც მოქმედებს კომპანიის სახელით ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ პრინციპებით, მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ კომპანიაში მათი როლისა.  დასაქმებულებს აგრეთვე მოეთხოვებათ უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული პირების მიერ ამ პრინციპების დაცვა.

ამ წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინარული ქმედებები.

ამრიგად,  უაღრესად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სენსიტიური სიტუაცია განიხილოთ თქვენს მენეჯერებთან, ან ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერთან (იხილეთ გვერდი 26). ამ საკითხებზე ფიქრი და მსჯელობა გადამწყვეტი ნაბიჯებია სწორი რეაგირებისთვის და სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად, აგრეთვე პოტენციურად სარისკო სიტუაციების გამოვლენისა და მათი შესაბამისი მართვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ  ერთად, შეგვიძლია დავეხმაროთ კომპანიას, რომ გაიზარდოს და განვითარდეს.

ამ პროცესებში ჩვენი მონაწილეობა ნიშნავს, რომ სწორ გზას ვადგავართ!