გლოსარი

ნდობის ბოროტად გამოყენება

ნდობის ბოროტად გამოყენება გულისხმობს ვინმეს ქონების იმგვარად გამოყენებას, რაც არ ყოფილა წინასწარ შეთანხმებული ამ ქონების მფლობელთან. მაგ., კომპანიის მიერ გადმოცემული ქონების (საკრედიტო ბარათები, მანქანები და სხვ.) გამოყენება პირადი მიზნებისათვის წინასწარი შესაბამისი შეთანხმების გარეშე. საფრანგეთში ასეთი დანაშაული ისჯება 3 წლით თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით € 375,000 ოდენობით.

დამალვა

დამალვა წარმოადგენს რაიმეს დამალვას, მიჩქმალვას ან გამჟღავნებისაგან თავის შეკავებას, ხოლო მოპარულის დამალვა შუალედური რგოლია და ემსახურება რაიმეს გაყიდვას ან გადაცემას სხვისთვის და ამავდროულად იმის ცოდნას, რომ ეს დანაშაულის ან დარღვევის ნაყოფს წარმოადგენს. საფრანგეთში ასეთი დანაშაული ისჯება 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით € 375,000 ოდენობით.

კორუფცია

კორუფცია გულისხმობს უპირატესობის შექმნას (საჩუქრები, მასპინძლობა, ფული, ინფორმაცია და ა.შ.) ამა თუ იმ საჯარო თუ კერძო პირისათვის მათ მიერ რაიმე ქმედების ჩადენის ან ქმედებისაგან თავის შეკავების გამოწვევის მიზნით. კორუფცია შეიძლება იყოს აქტიური (იმ პირის მხრიდან, რომელიც ცდილობს მოისყიდოს სხვა პირი) და პასიური (იმ პირის მხრიდან, რომლის მოსყიდვასაც ცდილობენ). საფრანგეთში ასეთი დანაშაული ისჯება 10 წლით თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით 1 მილიონი ევროს ოდენობით.

ერთგულების ვალდებულება

შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერა (მიუხედავად იმისა, ის უვადოა, ფიქსირებული ვადით, სწავლების ვადით დადებული თუ სხვ.) როგორც დამქირავებელს, ასევე დაქირავებულს აკისრებს ერთგულების ვალდებულებას, რომელიც ორივე მხარისაგან მოითხოვს პატიოსნად მოქმედებას სამუშაოს შესრულებისას.
ერთგულების ვალდებულება დასაქმებულისაგან მოითხოვს, რომ ამ უკანასკნელმა თავი აარიდოს ისეთ ქმედებას, რაც შეიძლება ზიანი მოუტანოს კომპანიას. როგორც წესი, ერთგულების ვალდებულება მოიცავს ასევე მოვალეობებისადმი ერთგულებისა და კონფიდენციალურობის ვალდებულებასაც.

ხელშემწყობი გადახდები

აღნიშნული გადასახადები გულისხმობს ფულის გადახდას რაიმე ადმინისტრაციული პროცესის (მაგ., ნებართვის გაცემა) გასაადვილებლად ან დასაჩქარებლად, როგორც წესი სახელმწიფო მოხელისა თუ თანამდებობის პირისთვის, როცა ასეთი ქმედება არ არის ნებადართული ჩვეულებრივად არსებული პროცესებისა და წესების ფარგლებში. ბევრ ქვეყანაში ასეთი საქმიანობა კორუფციად ითვლება.

ფავორიტიზმი

ფავორიტიზმი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როცა ვინმე ანიჭებს ან ცდილობს მიანიჭოს უსამართლო უპირატესობა სხვა პირს საჯარო კონტრაქტებისა და სახელმწიფო სამსახურის მიერ ვალდებულებათა გადაცემის შესახებ კონტრაქტების თავისუფალი და თანასწორი ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი წესების დარღვევით. საფრანგეთში ასეთი დანაშაული ისჯება 2 წლით თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით € 30,000 ოდენობით.

თანხების მითვისება / გაფლანგვა

თანხების მითვისებას / გაფლანგვას ადგილი აქვს ფიზიკური ან იურიდიული პირის შეცდენას თანხების, წილებისა თუ სხვა ქონების გადასაცემად, სერვისების გასაწევად ან გარკვეული ქმედებების ჩასადენად ყალბი ვინაობისა თუ სახელის თაღლითურად გამოყენების, რეალურად არსებული ვინაობის ბოროტად გამოყენების გზით ან მოტყუების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. საფრანგეთში ასეთი დანაშაული ისჯება 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით € 375,000 ოდენობით.

სარგებელის არალეგალური მიღება

სარგებელის არალეგალურ მიღებას ადგილი აქვს მაშინ, როცა საჯარო ძალაუფლების მქონე პირი, რომელიც პასუხიმგებელია საზოგადოებრივი სამსახურის გაწევაზე ან რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საჯაროდ არჩევის გზით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ამა თუ იმ გზით იღებს ან იტოვებს რაიმე სახის სარგებელს კომპანიისა თუ საწარმოსაგან და ამავდროულად ნაწილობრივ ან სრულად არიან ვალდებული ამავე კომპანიისა თუ საწარმოს მონიტორინგზე, ფუნქციონირებაზე, ლიკვიდაციასა თუ გადახდების შესრულებაზე. საფრანგეთში ასეთი დანაშაული ისჯება 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით € 500,000 ოდენობით ან ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული დანაშაულის შედეგად მიღებული მოგების ორმაგი ოდენობით.

შიდა გარიგებები

შიდა გარიგებები წარმოადგენს ისეთ დანაშაულს, რომელიც ფინანსურ ბაზრებს უკავშირდება. მას ადგილი აქვს ამა თუ იმ პირის მიერ საბირჟო ბაზარზე ოპერაციის (გაყიდვისა თუ ყიდვის) შესრულებისას ისეთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის გასაჯაროება არ მომხდარა. საფრანგეთში ასეთი დანაშაული ისჯება 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და 100 მილიონ ევრომდე ჯარიმით.

არასამართლიანი ან არასათანადო უპირატესობის მინიჭება

აღნიშნული გულისხმობს ნებისმიერი სახის უპირატესობას ან სარგებელს (ფული, მომსახურება, საჩუქრები, მასპინძლობა და სხვ.), რომელსაც ლეგიტიმურ ურთიერთობაში შესაბამისი ეკვივალენტი არ გააჩნია. მაგ., ისეთი გადახდების შესრულება, რომლებიც არ შეესაბამება საჭირო საქონლისა თუ მომსახურებისთვის შესასრულებელ გადახდებს.

ლობირება

არასამთავრობო ორგანიზაციის „ტრანსპერენსი ინთერნეშენალ“ (Transparency International) მიხედვით (კოალიცია, რომლის წევრიც არის Groupe ADP 2008 წლიდან), ლობირება არის „ნებისმიერი წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაცია დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენლსა და სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიმღებ პირს შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით“.

კომპანიის ქონების ბოროტად გამოყენება

კომპანიის ქონების ბოროტად გამოყენება წარმოადგენს ისეთ დანაშაულს, რომელიც შეიძლება ჩადენილ იქნას კომპანიის მენეჯერების მიერ, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყენებენ კომპანიის ქონებას ან ნდობას პირადი მოგების მიზნით ან სხვა კომპანიისა თუ ერთეულის სასარგებლოდ, რომლითაც კომპანია პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით არის დაინტერესებული და ამასთანავე იციან, რომ აღნიშნული კომპანიის ინტერესებს ეწინააღმდეგება. საფრანგეთში ასეთი დანაშაული ისჯება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით € 375,000 ოდენობით.

ფულის გათეთრება

ფულის გათეთრება არის უკანონო მოგებების „გასუფთავება“ (ნარკოტიკების გადაზიდვა, ქურდობა, თაღლითობა და ა.შ.) მათი ლეგალური საქმიანობით შენიღბვის გზით (ქონება, რესტორნები და სხვ.). საფრანგეთში ასეთი დანაშაული ისჯება 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით € 375,000 ოდენობით, ხოლო ზოგიერთ სერიოზულ შემთხვევაში 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით € 750,000 ოდენობით.

აქციონერები

აქციონერი არის პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს კომპანიის მიერ საკუთარი მიზნების მიღწევაზე ან რომელზეც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ მიღწევამ. აქციონერებს შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეთ კომპანიასთან. აქციონერები შეიძლება იყვნენ შიდა (მენეჯერები, თანამშრომლები, დირექტორები და ა.შ.) და გარე (მეწილეები, პარტნიორები, მომხმარებლები, მიმწოდებლები, კონკურენტები და ა.შ.).

ინფორმატორი

ინფორმატორი - ეს არის ფიზიკური პირი, რომელიც ობიექტურად და კეთილსინდისიერად ახდენს საკუთარი მოწმეობით გაგებული დანაშაულის, კანონისა და რეგულაციების აშკარა და უხეში დარღვევის ანდა მუქარისა თუ სერიოზული საფრთხის ფაქტის მხილებას ან შეტყობინებას ადგილობრივი წრეებისა თუ საზოგადოებისათვის.
ინფორმატორი კანონით არის დაცული მის წინააღმდეგ გატარებული ყველანაირი ზომებისაგან (მაგ., მისი დამქირავებლის მხრიდან) ისევე როგორც ყველანაირი სისხლის სამართლის დევნისაგან).

შემაჯამებელი