რაში სჭირდება GROUPE ADP-ს
ეთიკისა და შესაბამისობის პროგრამა
ეთიკა&შესაბამისობა:
ჩვენეული განმარტება
Groupe ADP-თვის ეთიკა და შესაბამისობა გულისხმობს ორივეს: შესაბამისობას კანონებთან და რეგულაციებთან და შესაბამისობას ჩვენს ღირებულებებთან.
ეთიკა&შესაბამისობა: რისკები
ეთიკა და შესაბამისობა საყოველთაო მოთხოვნაა დღევანდელ ბიზნეს საქმიანობაში.
ჩვენი პარტნიორები დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქცევას ამ ორ საკვანძო საკითხთან მიმართებაში.. თავის მხრივ, ჩვენ ჩვენი ქმედებებით ვამტკიცებთ, რომ ვიმსახურებთ მათ ნდობას.
ანალოგიურად, ეთიკისა და შესაბამისობის დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ბაზრებიდან (მსოფლიო ბანკი და ა.შ.) ჩვენი გარიცხვა ანდა დაწესებულ იქნეს აკრძალვები გარკვეული ბანკებიდან სესხის აღებაზე.
ამიტომ ეთიკა და შესაბამისობა უშუალო გავლენას ახდენს მხარეების ჩვენდამი ნდობაზე და ჩვენს პერფომანსზე.
ეთიკის ზოგიერთმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯარიმების დაწესება კომპანიისთვის და მისი თანამშრომლებისთვისაც. ჩვენი ეთიკისა და შესაბამისობის მექანიზმის მიზანია დავიცვათ არა მხოლოდ კომპანია, არამედ Groupe ADP– ის ყველა თანამშრომელი.
აშშ-ს ოფიციალური პირები იყენებენ მკაცრ სანქციებს კორუფციის წინააღმდეგ, მაგალითად:
-
Petróleo Brasileiro S.A. – Petrobras (ბრაზილია): 1,78 მილიარდი $ (2018).
-
Siemens (გერმანია): 800 მილიონი $ (2008)
-
Alstom ( საფრანგეთი): 772 მილიონი $ (2014).
-
Société Générale S.A. (France): 585 მილიონი $ (2018).
-
KBR / Halliburton (აშშ) : 579 მილიონი $ (2009)
ქცევის კოდექსი: განხილვა და გამოყენება
Groupe ADP-ს უაღრესად მომთხოვნ გარემოში უწევს ოპერირება, ამიტომ, სულ მცირე შეცდომაც კი შესაძლოა კომპანიას ძალიან ძვირი დაუჯდეს (მაგალითად, ჯარიმები, დაპატიმრება, ბიზნეს სანქციები, რეპუტაციის შებღალვა და ა.შ.).
ამიტომ Groupe ADP-მ გადაწყვიტა მკაფიოდ ჩამოაყალიბოს ქცევის წესები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოიცავს ყველა შესაძლო შემთხვევას, ემსახურება კომპანიისა და მისი თანამშრომლების დაცვას.
ეს ქცევის კოდექსი ვრცელდება ყველა Groupe ADP- ის თანამშრომელზე.
კოდექსის მიზანია ყურადღების გამახვილება ეთიკის ძირითად საკითხებზე კონკრეტული მაგალითების მოყვანით, რაც ჩვენს თანამშრომლებს დაეხმარებათ გაითავისონ ეს პრინციპები და გამოიყენონ ისინი თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.
ეთიკისა & შესაბამისობის პროგრამა: განვითარება და სწორი კურსით სიარული
ეთიკის, იურიდიული საკითხებისა და დაზღვევის განყოფილებები ჯგუფის დონეზე ერთად მუშაობენ პროგრამის შესაქმნელად. ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას პროგრამის დანერგვის ეტაპზეც ჩვენი შვილობილი კომპანიების ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერი პირების მხარდაჭერითა და იმ საიმედო თანამშრომლებთან კოლაბორაციით, რომლებიც ურთიერთგადამკვეთი კულტურების წარმომადგენლები არიან.
ვის მიმართოთ კითხვების შემთხვევაში და სენსიტიურ სიტუაციებში
მნიშვნელოვანია გაგვიზიაროთ შეშფოთება კონკრეტული კითხვების გაჩენის ან სენსიტიურ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოთ კონკრეტულ პირებს და განიხილოთ ეს საკითხები, რადგანაც მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი პრობლემების გამოაშკარავება და რისკების აღმოჩენა. ამასთან, ეს ჩვენ დაგვეხმარება თქვენს მენეჯერთან სათანადო გამოსავლის მოძებნაში.
ჩვენ აგრეთვე ჩამოვაყალიბეთ „განგაშის“ სისტემა *, რომელსაც გაეცნობით „განგაშის სისტემის“ პლატფორმაზე.
გლობალური შეთანხმების
10 პრინციპი
ადამიანის უფლებები
-
1/
ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს და პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს.
-
2/
ბიზნესი არ უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დარღვევის თანამონაწილე.
შრომითი უფლებები
-
3/
ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას და აღიაროს უფლება კოლექტიური მოლაპრაკებების შესახებ.პ.
-
4/
უნდა გამორიცხოს დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე და თანამშრომლების მიმართ
-
5/
5 უნდა ეფექტურად აღკვეთოს ბავშვთა შრომა.
-
6/
უნდა აღკვეთოს იძულებითი და სავალდებულო შრომის ყველა ფორმა..
გარემოს დაცვა
-
7/
ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს პრევენციულ მიდგომას გარემოსდაცვითი გამოწვევებისადმი.
-
8/
თავის თავზე უნდა აიღოს ინიციატივები და ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას.
-
9/
უნდა წაახალისოს გარემოსთვის არამავნებელი ტექნოლოგიების განვითარება და გავრცელება.
კორუფციასთან ბრძოლა
-
10/
ბიზნესმა უნდა იმუშაოს კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, ფულის გამოძალვისა და მექრთამეობის ჩათვლით.